საზოგადოება
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ბორჯომში
დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა 2 საკითხი განიხილეს. ცვლილებები შევიდა ადგილობრივ ბიუჯეტში. ცვლილების მიხედვით, ბორჯომის 2022 წლის ბიუჯეტი გაიზარდა და 41 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან საკრებულოს წევრებმა მერიის საფინანსო სამსახურისგან მოისმინეს 2022 წლის ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიში.
Print