საზოგადოება
ლაგოდეხში სოკოს იშვიათი სახეობა, ტრუფელი აღმოაჩინეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოკოს იშვიათი სახეობა ტრუფელი აღმოაჩინეს. ის ადგილობრივმა, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელმა, გიორგი სულამანიძემ იპოვა.

მისი თქმით, ზაფხულის შავი ტრუფელი დაცული ტერიტორიების გარეთ იპოვნეს.

,,მსოფლიოში ტრუფელის რამდენიმე ათეული სახეობაა, აქედან ყველაზე ცნობილი და ძვირფასი ზამთრის შავი ტრუფელია. ასევე არსებობს თეთრი ტრუფელი. კილოგრამის ფასი 2000 ევროდან 5000 ევრომდეა. ესენი ძირითადად იტალიაში და საფრანგეთშია გავრცელებული. იყო ვარაუდი, რომ საქართველოში უნდა ყოფილიყო ამ სახეობის სოკო და მართლაც რამდენჯერმე იპოვეს, ოღონდ ის ზამთრის იყო და თეთრი აქამდე არავის უპოვია.

გუშინ ვიპოვეთ ლაგოდეხში ზაფხულის შავი ტრუფელი მაგრამ ის ფაქტი რომ ლაგოდეხის ტერიტორიაზე დაფიქსირდა მისი პოვნა მნიშვნელოვანია. მისი მოძებნა საკმაოდ რთულია და გამოცდილებას მოითხოვს. ზამთრის ტრუფელი ძირითადად მიწის ქვეშ იზრდება, ზაფხულის თეთრი კი მიწიდან ოდნავ ჩანს’’-განაცხადა გიორგი სილამანიძემ.

წყარო:KNEWS.GE
Print