საზოგადოება
რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა
2022 წლის მაისში საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი გაიზარდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გასულ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 376.6%-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანას შორის რუსეთი მეორე ადგილზეა. პირველ ადგილს იკავებს თურქეთი - 60 184 ვიზიტორით, მე-3 ადგილს კი სომხეთი იკავებს 42 606 ვიზიტორით.
Print