საზოგადოება
აქციის მესამე დღე - ქარხნის გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები ბორჯომის თვითმმართველობასთან
ასე შეძახილებით და საპროტესტო გზავნილებით დღეს, ბორჯომის ქარხნის გაფიცულმა თანამშრომლებმა აქციით ქალაქის ცენტრში გადმოინაცვლეს.
ისინი ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობის მიმდებარედ შეიკრიბნენ, ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შესახვედრად. სამართალდამცველებმა გაფიცულებს შენობის კართან მისვლაზე უარი უთხრეს.


შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებსა და გაფიცულებს შორის არ შედგა. პროფკავშირის თავმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ მომავალი კვირიდან აქციები უკვე თბილისში დაანონსა.


გაფიცულების მოთხოვნები უცვლელია: უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება, ასევე იძულებაში, ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება, ვადიანი ხელშეკრულებების უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა.







ამავე თემაზე:

„ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლებმა უვადო გაფიცვა დაიწყეს;

ბორჯომის ჩამომსხმელი N1 ქარხნის დირექტორი მერაბ ახმეტელი განცხადებას ავრცელებს;

ბორჯომის ქარხნის თანამშრომლების უვადო გაფიცვა და კომპანიის პასუხი აქციის საპასუხოდ;

ბორჯომის ჩამომსხმელმა ქარხნებმა მუშაობა განაახლეს (R);

ბორჯომის ქარხნის გაფიცული თანამშრომლები რკინიგზის გადაკეტვას აპირებენ.

Print