საზოგადოება
"წყლის ავზი თუ გასკდა უბანს წაიღებს" - მოსახლება გურამიშვილის ქუჩიდან
ბორჯომში, გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე წყლის ავზიდან წყალი ჟონავს და გზაზე მოედინება. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, პრობლემა მათ თითქმის ორი წელია აწუხებთ. მიმართეს წყალმომარაგების კომპანიასაც. ჯგუფი ადგილზეც იმყოფებოდა და ჩაუტარდა სამუშაოები, თუმცა ეს დროებითი აღმოჩნდა. მომდევნო დღიდან ადგილობრივები იგივე პრობლემის წინაშე დადგნენ. გურამიშვილის ქუჩაზე მაცხოვრებლები ამბობენ, რომ წყლის ავზი მოძველებულია და გაბზარული. ისინი შიშობენ, რომ ავზს მალე შესაძლოა ძირი გამოეცალოს.
ინტერვიუები


ცნობისთვის, გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე სასმელი წყლის ავზით ბორჯომის ორი დიდი უბანი ლიკანი და ახალი უბანი მარაგდება. იმ შემთხვევაში თუ საკითხი არ მოგვარდება, შესაძლოა ამ ორ უბანს წყალმომარაგების პრობლემაც შეექმნას.



Print