საზოგადოება
ბორჯომში სილამაზის ხიდს რეაბილიტაცია უტარდება
11:13 / 27.05.2022
ბორჯომში სილამაზის ხიდს რეაბილიტაცია უტარდება. მიმდინარე სამუშაოების გამო, მძღოლებს ხიდით სარგებლობა დროებით შეეზღუდებათ. ავტომანქანებს შემოვლითი გზით მოუწევთ გადაადგილება. მოქალაქეებისთვის ფეხით სავალი ნაწილით გადაადგილება თავისუფალია.
ავტორი:
დარინა ხუციშვილი