საზოგადოება
დღეს ბორჯომში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
დღეს ბორჯომში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ბორჯომელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რუსთაველის ქუჩაზე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს,  შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, არსებობა 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის და ანექსიის გამო შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.


Print