საზოგადოება
პროტესტი ქარხანასთან, შეხვედრა კომპანიის დირექტორთან და მიმართვა ბორჯომის მუნიციპალიტეტს
საპროტესტო აქცია დღეს დილიდან ბორჯომის ქარხნის მიმდებარედ ისევ გაგრძელდა. დღის განმავლობაში დაგეგმილი იყო შეხვედრა დასაქმებულებსა და კომპანიის დირექტორს შორის, თუმცა გაფიცულების ინფორმაციით, ეს შეხვედრა მათი მონაწილეობით არ შედგა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დირექტორთან შესახვედრად მხოლოდ ადმინისტრაციის წარმომადგენლები მივიდნენ. შეხვედრის დეტალებზე კომპანიაში წერილობით გვიპასუხეს.

ბორჯომის პირველი ჩამომსხმელი ქარხანა დატოვეს კომპანიის დირექტორმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. აქციის მონაწილეებმა კი ისინი შეძახილებით და აპლოდისმენტებით გააცილეს.

ამის შემდეგ, პროფკავშირების ხელმძღვანელმა, დასაქმებულებთან ერთად ბორჯომის მუნიციპალიტეტს მიმართა.

Print