საზოგადოება
საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების სავარაუდო თარიღი დასახელდა
საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების სავარაუდო თარიღი დასახელდა. როგორც „ბიზნეს ფორმულასთან“ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ირაკლი ბაიდაშვილმა განაცხადა, აშშ-სა და საქართველოს შორის პირველი საცდელი ფრენა, შესაძლოა, 2022 წლის ბოლოს, ან 2023 წლის დასაწყისში შესრულდეს.

მისი თქმით, ავიარეისების დანიშვნა, საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ამერიკელი ტურისტების რაოდენობას გაზრდის.

„როგორც ვიცი, უკვე არის რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი, რომ ამერიკიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესრულდეს. ეს დიდ სტიმულს მისცემს საქართველოში ტურისტების ზრდას“, – აღნიშნა ირაკლი ბაიდაშვილმა „ბიზნეს ფორმულასთან“.

შეგახსენებთ, საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო დაწყება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2019 წლის აპრილში დააანონსა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.