ახალი ამბები
ახალი კანონპროექტით შეღავათი მარტოხელა მამაზეც გავრცელდება
მარტოხელა მშობლის სტატუსთან დაკავშირებით “სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. კანონპროექტის მიხედვით ფართოვდება იმ პირობათა ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის სტატუსი განისაზღვრება.


კანონპროექტში განმარტებულია, რომ მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; ასევე, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; ასევე, თუ არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად; ასევე, თუ არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.


გარდა ამისა, ცვლილებები მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის შეღავათებსაც ეხება. კონკრეტულად, დღეს მოქმედი კანონით, საშემოსავლო გადასახადით მარტოხელა დედის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3 000 ლარამდე არ იბეგრება. ცვლილებებით, ეს საგადასახადო შეღავათი მარტოხელა დედის გარდა, ასევე მარტოხელა მამაზეც გავრცელდება.
Print