ახალი ამბები
"ნაფიქრი გვქონდა რომ გზას სჭირდებოდა გამაგრება, თუმცა რაც მოხდა ამას არ ველოდით" - ბორჯომის მერი
ახალი უბნის ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელ გზაზე ამჟამად პრევენციული სამუშაოები მიმდინარეობს. იჭრება ხეები, რომლებიც დაზიანებულ მონაკვეთზე იყო. ბორჯომის მერი გზის გადაკეტვის საჭიროებას კვლავ გამორიცხავს და იმედოვნებს რომ პრობლემა აღარ გამწვავდება.

ოთარ არბოლიშვილის განცხადებით, საკითხის შესწავლა მაშინ დაიწყება, როცა წყლის დონე დაიკლებს. მისი თქმით, წყლის დონესა და გზას შორის მანძილი დაახლოებით 10 მეტრია დარჩენილი. მდინარის დონის დაწევის შემდეგ, მდგომარეობას გეოლოგები შეისწავლიან.


რატომ არ მიეხედა პრობლემას აქამდე, რომელიც წლებია არსებობს და როგორ აპირებენ უსაფრთხოების ზომების დაცვას აღნიშნულ მონაკვეთზე, ტელეკომპანია "ბორჯომის" კითხვებს ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა უპასუხა.

Print