საზოგადოება
ბორჯომის ქარხანასთან აქცია გრძელდება - მოთხოვნები პროფკავშირისგან
დღეს, 6 მაისს, "ბორჯომის" ჩამომსხმელ ქარხანასთან გათავისუფლებული და მოქმედი თანამშრომლები შეიკრიბნენ.
პროფკავშირის თავჯდომარე, გიორგი დიასამიძე სოციალურ ქსელში დასაქმებულების ახალ მოთხოვნებს აქვეყნებს:

მისი განცხადებით, ,,გუშინდელი აიდიეს ბორჯომი საქართველოს სადამსჯელო ქმედების შემდეგ, შეიცვალა დასაქმებულთა მოთხოვნები:

1. არანაირი სამ თვიანი ხელშეკრულებები, მუშაობა გაგრძელდეს ძველი ხელშეკრულების პირობებით!
2. ყველა გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში უპირობოდ აღდგენა! (მათ შორის ვადიანი თანამშრომლების)
3. 2021 წლის 26 მაისის გაფიცვით მიღწეული შეთანხმების პირობების აღსრულება.
4. ცალკეული თანამდებობის პირების სამსახურიდან გათავისუფლება, რომლებიც სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან დასაქმებულებს!


გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ რესურსს და ვემზადებით, უკომპრომისო ბრძოლისთვის, ეს ბრძოლა იქნება ბოროტსა და კეთილს, ხარბ დამსაქმებლებსა და მშრომელებს შორის❗️

მზად ვართ საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფთან კონსულტაციებისთვის, ბორჯომოს ქარხნის დასაქმებულთა ინტერესების გათვალისწინებით❗️


შეგახსენებთ, გუშინ, 5 მაისს,  IDS ბორჯომი საქართველომ განცხადება გაავრცელა, სადაც კომპანია
49 თანამშრომლისათვის კანონმდებლობის საფუძველზე ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ იყო აღნიშნული.




Print