საზოგადოება
მოუგვარებელი პრობლემები და დაგეგმილი პროექტები ბაკურიანში
დაზიანებული სამანქანო გზა და ფეხით სავალი ნაწილი, საკანალიზაციო სისტემა , დაბინძურებული ქუჩები და მოუწესრიგებელი შიდა კომუნიკაციები, ასე გამოიყურება დღეს ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ზამთრის კურორტი. ბაკურიანში, თოვლის დნობის შემდეგ ეს პრობლემები კიდევ უფრო გამოიკვეთა.

კურორტზე პრობლემები ბევრია, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე კი დრო ცოტა. ბაკურიანი მომავალ ზამთრის სეზონზე სათხილამურო და სნოუბორდ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რაშიც სამი სხვადასხვა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული და გამოყოფილია შესაბამისი თანხები. მოწესრიგდება სათხილამურო გზები.



Print