სასაფლაოებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება
საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებით, აღდგომის პერიოდში სასაფლაოებზე გასვლა 2-დან 4
მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება.
შესაბამისი გადაწყვეტილება
საკოორდინაციო საბჭომ გაავრცელა.
"სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა წელსაც, იგივენაირად, როგორც ეს შარშან
იყო აკრძალული. აკრძალვა ეხება 2 დან 4 მაისის ჩათვლით პერიოდს და არ
ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული
ერთეულის მიხედვით. ეს აკრძალვა ეხება სრულიად საქართველოს", -
განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. მისი თქმით, ტრადიციებიდან გამომდინარე,
2-4 მაისს მოსალოდნელია ბევრი ხალხის თავშეყრა ერთ ადგილზე, რისი
პრევენციისთვისაც დაწესდა აკრძალვა. შეზღუდვა 4 მაისის შემდგომ
დღეებში არ იმოქმედებს და მოქალაქეებს საფლავზე გასვლა ჩვეულებრივად
შეეძლებათ.
ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური
დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება
გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის
მოხმარების წესი;
გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით,
გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, 1 მაისს,
21:00-05:00 საათის ნაცვლად, იმოქმედებს 23:00-04:00 საათამდე.
როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე
დღეებად;
შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გრძელდება ქვეყანაში დაწესებული
შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი;