საზოგადოება
მსოფლიო მომდევნო 20 წელიწადში - ამერიკული დაზვერვის ანგარიში
შეერთებული შტატების დაზვერვის ანალიტიკოსების მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსოფლიომ, რომელიც უკვე ებრძვის გლობალურ პანდემიას და ტრადიციული სისტემების და ინსტიტუტების წინაშე მდგარ გამოწვევებს, შემდგომი 20 წლის განმავლობაში რაიმე შვება ნახოს.
მათი პროგნოზით, ინსტიტუტები და სისტემები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გლობალურ მოვლენებზე დომინირებდნენ, “გლობალური გამოწვევების წყებაზე” გამოპასუხებით გადაიტვირთებიან. ასეთ გამოწვევებში შედის კლიმატის ცვლილება, დაავადებები, ფინანსური კრიზისები და უწყვეტად განვითარებადი ტექნოლოგია
ანგარიში აფრთხილებს, რომ “ეს გამოწვევები არაერთხელ გამოცდის თემების, სახელმწიფოების და საერთაშორისო სისტემის გამძლეობას და ადაპტირების უნარს და ხშირ შემთხვევებში, არსებული სისტემების და მოდელების შესაძლებლობებს გადააჭარბებს. იქვე დამატებულია, რომ ზოგიერთი მოვლენა “შესაძლოა კატასტროფული იყოს”.
“გლობალური მიმართულებები 2040” მეტწილად პირქუში შეფასებაა, რომელსაც დაზვერვის ეროვნული საბჭო შეადგენს და ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება. იმ დროს, როდესაც ბოლო გამოცემაში მოყვანილია ზოგიერთი სცენარი, რომელშიც დემოკრატიები, როგორიც შეერთებული შტატებია, საკუთარ პოზიციას აღიდგენენ და წარმატების მიღწევას მოახერხებენ, ანგარიში აფრთხილებს, რომ ეს არ მოხდება თუ პირველ რიგში არ აღმოაჩენენ გზას, თუ როგორ მართონ სულ უფრო ინტენსიური და ხშირი პრობლემები.

კოვიდ-19-ის პანდემიამ მსოფლიოს შეახსენა რამდენად მყიფეა ის და ურთიერთზე დამოკიდებულების მაღალი დონის თანდაყოლილი რისკები წარმოაჩინა. საერთაშორისო სისტემა... ცუდადაა აწყობილი იმისთვის, რომ რთულ გლობალურ გამოწვევებს გაუმკლავდეს”, ნათქვამია ანგარიშში.
ერთ-ერთ კრიტიკულ გამოწვევად კლიმატის ცვლილებაა მოყვანილი. მოსალოდნელია, რომ მოდევნო ორი ათეული წლის განმავლობაში ის თანდათან გაძლიერდება და ყველა ქვეყანას უფრო მაღალ ტემპერატურას, ზღვის აწეულ დონეს და უფრო ექსტრემალურ ამინდს მოუტანს, როგორიცაა ქარიშხლები, ტორნადოები და წყალდიდობები.
ღარიბი და განვითარებადი ქვეყნები, სავარაუდოდ, დაზარალდებიან და მათი მთავრობების უუნარობა, გამოწვევებს გაუმკლავდნენ, მიგრაციის ახალ ტალღებს, რაც თავის მხრივ იმ ქვეყნების რესურსებს და შესაძლებლობებს დაშრეტს, სადაც ისინი წავლენ.

კიდევ ერთი კრიტიკული საკითხი ტექნოლოგიური განვითარებაა. ისეთი ტექნოლოგიების ფართოდ გავრცელება, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, მთავრობებს, ჯგუფებს და ბიზნესებსაც კისაშუალებას მისცემს, გავლენის კამპანიების თუ დეზინფორმაციული ოპერაციებით საზოგადოებრივი აზრი ჩმოაყალიბონ.
ანგარიშში ნათქვამია: “მიმდინარე დროში, გამოგონილ ან სინთეტურ მედიას შეეძლება სიმართლის და სინამდვილის კიდევ უფრო დამახინჯება. შეეძლება საზოგადოებების ისეთი მასშტაბით და სისწრაფით დესტაბილიზება, რომ ამჟამინდელ დეზინფორმაციულ გამოწვევებს ჯუჯად გამოაჩენს.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც შემდგომი 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს სახეს განსაზღვრავს, შეერთებლ შტატებსა და ჩინეთს შორის გლობალური დაპირისპირება იქნება.

ყველაზე ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ანალიტიკოსები შეერთებული შტატების და მისი დემოკრატიული მოკავშირეების გამარჯვებას ვარაუდობენ. ნაწილობრივ იმის გამო, რომ მეტოქეები, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი გამოიფიტებიან საზოგადოების კონტროლით, რომელიც ინოვაციას ახშობს. ეს ე.წ. “დემოკრატიების რენესანსი”დასავლეთში დადგება მოწინავე ტექნოლოგიის, ეკონომიკური ზრდის და მზარდი შემოსავლების შედეგად, რომელიც საზოგადოებაში დაძაბულობას შეამცირებს.
მაგრამ ანალიტიკოსები წინასწარ განჭვრეტენ ისეთ სცენარებსაც, სადაც ჩინეთი მსოფლიოს წამყვან და შესაძლოა დომინანტ სახელმწიფოდ იქცევა და მსოფლიო დანაწევრებულია, დომინირებენ რეგიონული სახელმწიფოები, რომლებიც “ყურადღებას ამახვილებენ თვითკმარობაზე, გამძლეობაზე და თავდაცვაზე”.
ერთ-ერთი ყველაზე უარესი სცენარის მიხედვით, საკვების ნაკლებობა და ჭორები გამოიწვევს ძალადობის ტალღებს, რომელიც მთელ მსოფლიოში ლიდერებს და რეჟიმებს დაამხობს და სიმდიდრის და რესურსების რადიკალურ გადანაწილებას გამოიწვევს.  https://www.amerikiskhma.com/




Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.