საზოგადოება
სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები მსვლელობით ფილარმონიისკენ მიემართებიან
სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები მსვლელობით ფილარმონიისკენ მიემართებიან. ისინი ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და პარლამენტის შენობისკენ ერთობლივ მსვლელობას მოაწყობენ.
აქტივისტებს მიტანილი აქვთ ტრანსპარანტები სხვადასხვა წარწერით: "გადააგდე კომენდანტი", "კომენდანტი იწვევს შეჩვევას", "პოზნერისთვის ხომ შეიძლება?!".
აქტივისტები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.

,,მთელი ღამის განმავლობაში გვექნება მხიარული ღონისძიება. იქნებიან ელექტრონული მუსიკის არტისტები, მანამდე კი დიდი ხნის მონატრებული ცოცხალი ბენდები დაუკრავენ",- განაცხადა "სირცხვილიას" წევრმა გიგა მაქარაშვილმა.

სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები "კომენდანტის საათის" და ჯარიმების გაუქმებას მოითხოვენ.


Print