საზოგადოება
„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგიონებში კამპანიას იწყებს
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მომდევნო კვირიდან მმართველი პარტია რეგიონებში თვითმმართველობის არჩევნებისთვის კამპანიას იწყებს. უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მდინარაძემ განმარტა, რომ მომდევნო ორი თვის განმავლობაში ისინი რეგიონებში შეხვედრებს გამართავენ.

"უმრავლესობის სხდომა ბუნებრივია და არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ შეეხებოდა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მიმდინარე ვითარებას, არამხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენ მიმდინარე საკითხებზეც, რეგიონებზეც ვილაპარაკეთ. ამ ჭრილში ჩვენ გადავწყვიტეთ ასევე, რომ შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში. მათ შორის, ერთგვარად შეგვიძლია დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაგრამ სხვა საკითხებიც იქნება ასევე პრიორიტეტული, რეგიონალური გამოწვევები და ჩვენ თითქმის ყველა რეგიონში გვექნება მომდევნო 2 თვის განმავლობაში შეხვედრები, მათ შორის, პირველ რიგში, პარტიულ აქტივთან და სხვა საკითხებითაც დავინტერესდებით", - განაცხადა მდინარაძემ.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.