საზოგადოება
მარტის თვეში ყველაზე მეტად ხილი, ზეთი, ცხიმი, შაქარი, და ბოსტნეული გაძვირდა
მიმდინარე წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ფასი კიდევ რამდენიმე პროდუქტს მოემატა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტის თვეში ყველაზე მეტად ხილი, ზეთი, ცხიმი, შაქარი, ჯემი, ტკბილეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები, ბოსტნეული და ბაღჩეული, მინერალური და წყაროს წყალი და უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები გაძვირდა.

როგორც სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მარტში, წინა თვესთან შედარებით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები 1.5 პროცენტით გაიზარდა.

რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებელს, წინა წელთან შედარებით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები 5.7 პროცენტითაა გაზრდილი.

"თვიური მაჩვენებლის მიხედვით ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.1 პროცენტი); ხოლო წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.86 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (35.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.0 პროცენტი), თევზეული (12.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-8.6 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-12.0 პროცენტი)", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.