საზოგადოება
კრემლის იდეოლოგმა ვლადიმერმა პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო რუმსი პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს
კრემლის იდეოლოგმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა 50-მდე მეგობარმა "რუმსი" დატოვეს - ისინი ავტობუსში პოლიციის კორდონის საშუალებით ჩასხდნენ, აქტივისტებმა კი "რუმსიდან" გამოსულ პუტინის მეგობრების ავტობუსს კვერცხები დაუშინეს. ადგილზე ისმოდა შეძახილები: "აფხაზეთი საქართველოა", არსებული ინფორმაციით, პოზნერის სტუმრები აეროპორტისკენ დაემართნენ.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა,

რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერს სასტუმრო "ვინოტელის" დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია. სასტუმრო "ვინოტელი" კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა.

აქციის მონაწილეების თქმით, პოზნერი არის განცხადების ავტორი, რომლის თანახმადაც "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი" და მან საქართველო უნდა დატოვოს.

ამასთან, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვიეს.


კრემლის იდეოლ.ოგმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა 50-მდე მეგობარმა საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს

პოზნერი თბილისიდან მოსკოვში დაბრუნებას 3 აპრილს აპირებდა, თუმცა, გეგმები მწვავე პროტესტის გამო შეეცვალა. მთელი ღამის განმავლობაში, აქტივისტები, საქართველოში იმ ადამიანის ჩამოსვლას, ვინც თქვა, რომ "აფხაზეთი საქართველო არაა და არც იქნება", სხვადასხვა პერფორმანსით აპროტესტებდნენ.


Print