საზოგადოება
განწირული ხმით ვყვიროდი, „ხალხო მიშველეთ“ არავინ არ მიშველა - გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის დედა
განწირული ხმით ვყვიროდი, მეზობლებო, მიშველეთ, ბავშვს მომიკლავს-მეთქი, არავინ მომეშველა, - ამის შესახებ, გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე, გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის დედამ განაცხადა.
გარდაცვლილი ბავშვის დედა ასევე აცხადებს, რომ მეუღლემ ბავშვი ხელიდან გამოგლიჯა.

"აიყვანა და აჯანჯღარებდა რა ძალაც ჰქონდა. განწირული ხმით ვყვიროდი, "ხალხო მიშველეთ" არავინ არ მიშველა, განწირული ხმით ვყვიროდი, მეზობლებო, მიშველეთ, ბავშვს მომიკლავს-მეთქი, არავინ არ მომეშველა. რომ გამოვედი დილით, ყველამ მე გადამიარა, ვითომ ბავშვი მე მოვკალი", - აცხადებს გარდაცვლილი ბავშვის დედა "ტვ პირველთან".

მამაკაცმა გურჯაანში ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 8 თვის შვილი კი, რომელიც ამ დროს დედას ხელში ეკავა, გონების დაკარგვის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამაკაცი გუშინ დააკავა. მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.