საზოგადოება
ჩვენს ქვეყანაში დასაყრდენი გაერთიანებულ ოპოზიციასაც არ აქვს, იმას არ ვამბობ, რომ მთავრობას აქვს და ხელისუფლებას - მეუფე იაკობი
მეუფე იაკობი კიდევ ერთხელ სთავაზობს მხარეებს, რომ ეკლესია იყოს ის ადგილი, სადაც ისინი ერთმანეთს დაელაპარაკებიან და შეთანხმებას შეძლებენ.
"ვთავაზობდი ხშირად, რომ ეკლესია ყოფილიყო ის ადგილი, ხომ არ ვეუბნებოდით, რომ ფასილიტატორებთან შეეწყვიტათ ურთიერთობა. მოსულიყვნენ ჩვენთან რომ შერიგებულიყვნენ, რომ ადამიანურად როგორც ქართველი ქართველს დაელაპარაკონ.
აი დაიჭირეს მელია. ჩემი აზრით თუ დაჭერა უნდოდათ, ძალიან ბევრჯერ შეეძლოთ დაეჭირათ. დიდი ხანი გავიდა 20 ივნისის მერეც, სამაჯური რომ მოისროლა, იმის მერეც. ოპოზიცია იმაზე მიდიოდა, რაც უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს ხელისუფლება, ფიქრობდნენ, რომ მთავარია უცხოეთში დასაყრდენი იპოვონ,

სინამდვილეში ჩვენს ქვეყანაში დასაყრდენი გაერთიანებულ ოპოზიციასაც არ აქვს. იმას არ ვამბობ, რომ მთავრობას აქვს და ხელისუფლებას. მე ვფიქრობ, რომ პროკურატურას არ უნდა შეეტანა პარლამენტში, მერე პარლამენტარებს არ უნდა გაეკეთებინათ ეს, არც 88 კაცს უნდა მიეცა ყველას ხმა, სინოდში არის ხოლმე განსხვავებული აზრი და პარტიაში როგორ უნდა ჰქონდეს ყველას ერთი აზრი, მერე სასამართლო იყო. გარედან როცა უყურებ პროცესებს, ცოტა ცუდად ჩანს. "ვერ დამიჭერთ, ვერ დამიჭერთო", სხვებიც გამოდიოდნენ და "არ გაგატანთ, აბა მოდითო", მოხდა ისე რომ მივიდნენ. კარგად ვნახე, რომ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი გარბოდა იქიდან და დაიჭირეს მელია. პროკურატურამ ახლა თქვა და ესეც ცოტა გაურკვეველი იყო ჩემთვის, თუ გადაიხდის გირაოს გავუშვებთო, ამას მსოფლიო ხომ უყურებს, თუ არ გადაიხდის როგორ შეხედავენ, ლიდერად შეხედავენ? ხომ არ შეხედავენ ლიდერად. ასე რომ ნიკას დაჭერით, თუ მანამდე აგორდა რაღაცა, როგორც სიტუაციამ გვიჩვენა ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც ნელსონ მანდელა და მით უმეტეს, ვერ სერვანტესი. როგორც ყოველთვის არც ერთი ლიდერი არ დაზიანდა ამ დაკავების დროს, ისევე როგორც 20 ივნისს. ეგ არის მასშტაბური აქცია? უცხოეთი ცოტა ხანში მოჰკითხავს ამათ, თუ არ გადაიხდის მელია, უცხოეთისთვის აღარ იქნება გონიერი პოლიტიკოსი, არ შეხედავენ ასე, ვიცი ამერიკაც როგორ უყურებს და ევროპაც როგორ უყურებს. მოვიდნენ და დავილაპარაკოთ, დიდი შერიგება მოხდეს, ისე არაფერი არ გამოვა. მასშტაბურ აქციებზე ვერ გადავა საქმე, იმიტომ რომ ხალხის განწყობა ვიცი", - აღნიშნავს მეუფე იაკობი.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.