სამართალი
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავი დააკავა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სამართალდამცავი დააკავა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმე ეხება პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი გ. ნ.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 მაისს, ქალაქ სიღნაღში, ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზარალებული ვლადიმერ მჭედლიშვილი თანმხლებ პირებთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევდა. ამ დროს მასთან მივიდნენ სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. ერთ-ერთმა პოლიციელმა - გ. ნ.-მ მოუწოდა, შეეწყვიტა საჯარო სივრცეში ალკოჰოლური სასმელის დალევა, რასაც მოჰყვა მათ შორის შელაპარაკება. პოლიციის თანამშრომლებმა მჭედლიშვილი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და გადაიყვანეს სიღნაღის პოლიციის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ინსპექტორ-გამომძიებელი გ. ნ. რამოდენიმე წუთის განმავლობაში დაკავებულს მუშტებს და ფეხებს გვერდების და თავის არეში ურტყამდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ძალადობის შედეგად დაკავებულს დაუდგინდა ნეკნების მოტეხილობა და სხვა მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 2017 წელს დაიწყო, პარალელურად დაზარალებულმა საკუთარი უფლებების დასაცავად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რომელმაც საქმეზე გადაწყვეტილება 2023 წლის 14 დეკემბერს მიიღო და დაზარალებულ მჭედლიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების/არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) დარღვევა დაადგინა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ხელახალი გამოძიების ჩატარების ვალდებულება გაუჩნდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმე 2024 წელს გადმოიბარა და ხელახალი გამოძიების ჩატარება უზრუნველყო. განახლებული გამოძიების ფარგლებში სამსახურმა საქმეში უკვე მოპოვებულ მტკიცებულებებთან ერთად, ახალი გარემოებების დადგენა უზრუნველყო, რა მიზნითაც ჩატარდა კომისიური სასამართლო-სამედიცინო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები, მოძიებულ იქნენ ფაქტის თვითმხილველი მოწმეები და ამოღებული იქნა საქმისთვის მნიშნელოვანი დოკუმენტაცია.

შესაბამისად, ხელახლა ნაწარმოები გამოძიების და მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტორ-გამომძიებელი გ. ნ., რომელმაც პოლიციის რიგები 2021 წელს დატოვა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისთვის დააკავა.

სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული 5 დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2022 წელს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევის ფაქტების უფლებამოსილება მიენიჭა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სწორედ კანონმდებლობით მონიჭებული და გაზრდილი უფლებამოსილების ფარგლებში, შეძლო აღნიშნულ საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარება და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის
დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ
დაკავებული 1958 წელს დაბადებული მ.ჩ.-ს საცხოვრებელი სახლის
ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 96 ვაზნა ნივთმკიცებადაა
ამოიღებული.
12:06 / 19.07.2024
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული 1958 წელს დაბადებული მ.ჩ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 96 ვაზნა ნივთმკიცებადაა ამოიღებული.
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თრანამშრომლების მიერ, დაბა წაღვერში სახელმწიფო ტყეში, ხე-ტყის
უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.
11:06 / 16.07.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თრანამშრომლების მიერ, დაბა წაღვერში სახელმწიფო ტყეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი
ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
22:10 / 14.07.2024
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებიდან
3 წელი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი
არ არის სათანადოდ გამოძიებული - ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის
ჩამდენი პირების უმეტესობა, ისევე როგორც ორგანიზატორები, კვლავაც
დაუსჯელნი არიან, ხოლო სახელმწიფო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხი
საგამოძიებო ორგანოების მიერ კვლავ იგნორირებულია, - ამის შესახებ
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში აღნიშნული.
14:43 / 05.07.2024
2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებიდან 3 წელი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი არ არის სათანადოდ გამოძიებული - ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩამდენი პირების უმეტესობა, ისევე როგორც ორგანიზატორები, კვლავაც დაუსჯელნი არიან, ხოლო სახელმწიფო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხი საგამოძიებო ორგანოების მიერ კვლავ იგნორირებულია, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული.
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“ და
,,სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე
კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
14:18 / 05.07.2024
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“ და ,,სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.