სამართალი
ბორჯომში უკანონოდ დამონტაჟებული ლენტური ტიპის სახერხი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, მიმდინარე წლის დეკემბერში 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

4 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქულია სამეგრელოში - აბაშის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. ხობის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე კი, 20 ერთეული კრიპტომერიის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 0,77 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ძელი) იყო განთავსებული.

თითო-თითო სამართალდარღვევაა გამოვლენილი აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. მოქალაქეებს შუახევის, ბორჯომისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ლენტური, ხონის მუნიციპალიტეტში კი, ცირკული ტიპის უკანონო სახერხი დანადგარები ჰქონდათ დამონტაჟებული. საამქროების ტერიტორიებიდან ამოღებულია, ჯამში, 28 ერთეული წიფლისა და თხმელის (მურყანი) სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 2 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

ვინაიდან რვავე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბორჯომი-თბილისის ცენტრალურ გზაზე,
მსუბუქი ავტომობილი სავარაუდოდ მცირეწლოვანს დაეჯახა. მომხდარის
შედეგად, დაშავდა 10 წლის ბავშვი.
11:19 / 08.10.2024
ბორჯომი-თბილისის ცენტრალურ გზაზე, მსუბუქი ავტომობილი სავარაუდოდ მცირეწლოვანს დაეჯახა. მომხდარის შედეგად, დაშავდა 10 წლის ბავშვი.
დღეს დილით, ბორჯომი-ახალციხის
ცენტრალურ გზაზე, ტრაილერი გადაბრუნდა. შემთხვევას მსხვერპლი არ
მოჰყოლია.
08:21 / 08.10.2024
დღეს დილით, ბორჯომი-ახალციხის ცენტრალურ გზაზე, ტრაილერი გადაბრუნდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის,
აჭარისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო
პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს,
მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია.
10:40 / 10.09.2024
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია.
იუსტიციის სახლი კვირასაც მუშაობს,
რათა „აგენტების რეესტრში“ დამატებითი რეგისტრაციები მიიღოს.
12:38 / 01.09.2024
იუსტიციის სახლი კვირასაც მუშაობს, რათა „აგენტების რეესტრში“ დამატებითი რეგისტრაციები მიიღოს.
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის
წინააღმდეგ სარჩელების თაობაზე განმწესრიგებელი სხდომა, რომელიც 3 დღე
გრძელდებოდა, დასრულდა.
09:18 / 01.09.2024
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ სარჩელების თაობაზე განმწესრიგებელი სხდომა, რომელიც 3 დღე გრძელდებოდა, დასრულდა.
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.