სპორტი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტზე 14 პირი ამხილა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის მიმდინარე პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა, მათგან 5 - დააკავა.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, არასრულწლოვანი გოგონების პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე დაკავებულია 1995 წელს დაბადებული ლ.შ.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წალკის რაიონში მცხოვრებმა ბრალდებულმა, სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნა, რომლის გამოყენებითაც 2023 წლის მაისსა და სექტემბერში კომუნიკაცია სამ არასრულწლოვან დაზარალებულ გოგონასთან დაამყარა. ბრალდებულმა არასრულწლოვნების ნდობა მოიპოვა, რის შემდეგაც მოტყუების და იძულების ხერხით, გადააღებინა და გადააგზავნინა ინტიმური შინაარსის ფოტოები და ვიდეოები. მათ შორის, ორი დაზარალებული არასრულწლოვნისგან გაგზავნილი ინტიმური შინაარსის ფოტო საჯაროდ განათავსა მის მიერ შექმნილ სოციალური ქსელის ყალბ გვერდზე, აღნიშნული გზით დაზარალებულებს დამატებით ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება და გადაგზავნა აიძულა.

საგამოძიებო მოქმედებები ჩატარების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული ლ.შ. დააკავა და მას ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის კიდევ ერთი საქმე გახსნა და დანაშაულში 3 პირი ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ივლისში, სამეგრელოს რეგიონში, სკოლის მოსწავლე გოგონამ „facebook messenger“-ის საშუალებით, ნაცნობ 14 წლის ბიჭს საკუთარი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეო გადაუგზავნა, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული მასალა მის ორ მეგობარს გაუზიარა.

დანაშაულში გამოვლენილი 3 არასრულწლოვნის ქმედების შედეგად, დაზარალებული გოგონას ინტიმური შინაარსის ფოტო მის კლასელებში გავრცელდა, რითაც დაირღვა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო.

რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ დანარჩენ 10 პირს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, როგორც ნაცნობ, ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობით გაცნობილ დაზარალებულებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ. ისინი დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონებითა და სოციალური ქსელებით მოიპოვებდნენ და ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულების ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ. აღნიშნული ქმედებებით მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება დაირღვა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულების მომართვის შემდეგ, მათი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება მოკლე დროში უზრუნველყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და არასრულწლოვნების ცნობიერების ასამაღლებლად მუშაობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

სამსახურში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 199, სადაც ყველა დაზარალებულ პირს შეუძლია დატოვოს შეტყობინება ან მიმართოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ოფისებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს სამთო-სათხილამურო
ჩემპიონატი დასრულდა.
11:06 / 14.04.2024
საქართველოს სამთო-სათხილამურო ჩემპიონატი დასრულდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების
თამაშებზე დასასწრებად, ბილეთების შეძენის ინსტრუქციას
აქვეყნებს.
16:39 / 13.04.2024
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასასწრებად, ბილეთების შეძენის ინსტრუქციას აქვეყნებს.
„მიმდინარე წლის, ბოლო ორი კვირის
მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო
გამშვებ პუნქტებში - „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „თბილისის
აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის
მოქალაქეების, შესაბამისი რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე,
როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების
შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის
საიუველირო ნაკეთობები, ოქროს მონეტა და 2 ცალი ოქროს ზოდი (ოქროს
საერთო წონა: 187,46 გრამი და ვერცხლის საერთო წონა: 2950 გრამი)
გამოვლინდა.
10:41 / 12.04.2024
„მიმდინარე წლის, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „თბილისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, შესაბამისი რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები, ოქროს მონეტა და 2 ცალი ოქროს ზოდი (ოქროს საერთო წონა: 187,46 გრამი და ვერცხლის საერთო წონა: 2950 გრამი) გამოვლინდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი
დააკავეს.
13:10 / 11.04.2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს.
სამენეჯერო სააგენტო
Transfermarkt-ზე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების
რეიტინგი შეიცვალა. ახლანდელი მონაცემების
10:53 / 10.04.2024
სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი შეიცვალა. ახლანდელი მონაცემების
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.