სამართალი
ბორჯომში ხუთამდე მაღაზია გაქურდეს

ბორჯომის ცენტრში სავარაუდოდ გვიან ღამით ხუთამდე მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა ხორცის, სურსათის, ხილბოსტნის მაღაზიებში მოხდა.


მეპატრონეებს დილით კარი ღია დახვდათ. ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელის თქმით წაღებულია მცირედი თანხა. მაღაზიის მეპატრონეებმა ტელეკომპანია „ბორჯომთან“ სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს.



 

Print