ახალი ამბები
შსს-მ ბორჯომში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო
ბორჯომში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყება საქმეს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.


ცნობისთვის, დღეს, 22 ოქტომბერს, ლიკანში, ერთ-ერთ მრავალბინიან კორპუსში აფეთქება მოხდა. მარტოხელა ქალს სახლში გაზი აუფეთქდა. დაშავებული ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია მოსახლეობა. ტერიტორია შემოსაზღვრულია და მიმდინარეობს შემოწმება. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. მომხდარის შედეგად დაზიანებულია კორპუსის პირველი და მეორე სართულები.




ამავე თემაზე:

"70 ადამიანი გადავიყვანეთ ბორჯომის სასტუმროებში" - ბორჯომის მერი

"ჩვენს სართულზე ჩამონგრეულია ყველაფერი, საცხოვრებლად აღარ ვარგა" - ადგილობრივები მომხდარის შესახებ;

ბორჯომში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს;

აფეთქება ლიკანში - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან;

ბორჯომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახური აცხადებს, რომ მათთან შესული 70-მდე
განცხადება/შეტყობინებიდან,
12:52 / 19.05.2024
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ მათთან შესული 70-მდე განცხადება/შეტყობინებიდან,
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება.
10:42 / 19.05.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო
დაადო.
17:16 / 18.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.
19 მაისს, 17:00 საათზე,
ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
16:55 / 18.05.2024
19 მაისს, 17:00 საათზე, ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას,
თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
15:21 / 18.05.2024
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.