სამართალი
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ლარებთან
დღეს 18 მაისს, ბორჯომში სოფელ ლარებთან, ტრაილერი გადაბრუნდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

როგორც ტელეკომპანია ,,ბორჯომს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ტრაილერის მძღოლი მსუბუქადაა დაშავებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება .

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს


Print