სამართალი
7 წლის ბავშვის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
7 წლის ბავშვის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 7 წლის ბავშვზე ორი არასრულწლოვანი და ერთი ზრდასრული პირი ძალადობას ახორციელებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სავარაუდოდ მომხდარი სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობს.
ოჯახის ადვოკატი საქმის დეტალებზე არ საუბრობს. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, აღნიშნულ თემაზე ოჯახს საუბარი არ სურს.

Print