პროტესტი ქარხანაში
გაფიცვის მე-11 დღე - მიმდინარე კვირის მოვლენები ბორჯომის ქარხანაში
ბორჯომში ქარხნის გაფიცული თანამშრომლების პროტესტი უკვე 11 დღეა გრძელდება. მიმდინარე კვირა ქარხნის ორივე შესასვლელის პიკეტირებით დაიწყო. ადგილი ჰქონდა გარკვეულ დაპირისპირებას აქციის მონაწილეებსა და ქარხნის წარმომადგენლებს შორის. გაფიცულებს მხარდაჭერა გამოუცხადეს პროფკავშირებმა სხვადასხვა ქალაქიდან. საქმის შესწავლაში ჩაერთვნენ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი და მედიატორები, კვირის ბოლოს გაფიცულებთან შესახვედრად ჩამოვიდა სახალხო დამცველი.

პიკეტირებული ქარხნები, გაფიცული თანამშრომლები და კომპანიის პასუხი აქციის მონაწილეებს. მიმდინარე კვირის მთავარი მოვლენები ნახეთ ტელეკომპანია "ბორჯომის" სიუჟეტში.






შეგახსენებთ, დასაქმებულებმა გაფიცვა 31 მაისიდან დაიწყეს. ქარხნის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია იხილეთ აქ: "პროტესტი ქარხანაში"
Print