პროტესტი ქარხანაში
IDS Borjomi Georgia-ს ბიზნეს განვითარების დირექტორის განცხადება
IDS Borjomi Georgia - ს ბიზნეს განვითარების დირექტორი ზვიად მემარნიშვილი, ბორჯომში ომბუდსმენის ვიზიტთან დაკავშირებით, საკუთარ სოციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.

"მე როგორც კომპანია IDS Borjomi Georgia - ს ბიზნეს განვითარების დირექტორი, მივესალმები პროცესის კონსტრუქციულ ჭრილში გადატანას და ამ მიმართულებით გაწეულ ნებისმიერ ძალისხმევას. ჩვენ მზად ვართ ამ პროცესში ღია და გამჭირვალე თანამშრომლობისთვის, ჩვენ ასევე მზად ვართ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის სახალხო დამცველს, მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ბორჯომის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. ასევე, იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველის აპარატიც, საპასუხოდ, დაინტერესდება ყველა მხარის პოზიციით.

ქალბატონი ლომჯარიას განცხადებებთან მიმართებაში მინდა დაზუსტება გავაკეთო, მისი სრულად ინფორმირების მიზნით. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან უკვე დაწყებულია მედიაციის პროცესი. შექმნილ ვითარებაში, ჩვენ მოვისმინეთ სახალხო დამცველის განცხადება, რომელიც სახელმწიფოს მოუწოდებს პროცესში ჩართვას, მაშინ როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ეს ნაბიჯი 2 დღის წინ გადაიდგა.

ასევე სამწუხაროა, რომ ბორჯომში ჩამოსულმა სახალხო დამცველმა ვერ მოახერხა ვერც კომპანიის ადგილზე მყოფ მენეჯმენტთან შეხვედრა, მეც ადგილზე გახლდით და ვერც თანამშრომლების იმ ნაწილთან, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს საწარმოში შესვლას და მუშაობას, თუმცაღა პიკეტირებისა და ზეწოლის გამო ვერ ახერხებს, სამუშაოს შესრულებას.

ვიმედოვნებთ, რომ სახალხო დამცველის ჩართულობა პოზიტიურ წვლილს შეიტანს მიმდინარე პროცესში"
- ამბობს ზვიად მემარნიშვილი.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბორჯომის ქარხნებში გაფიცულ თანამშრომლებს დღეს შეხვდა. შეგახსენებთ, დასაქმებულებმა გაფიცვა 31 მაისიდან დაიწყეს. ქარხნის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია იხილეთ აქ: "პროტესტი ქარხანაში"
Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.