ეკონომიკა
"ბორჯომის" მმართველ კომპანიასთან კომუნიკაცია გვქონდა" - ირაკლი ღარიბაშვილი
კომუნიკაცია გვქონდა „ბორჯომის“ მმართველ კომპანიასთან, მფლობელებთან, არის შემოთავაზება, რომ სახელმწიფოს ჩუქნიან წილს, რომელიც 100 მილიონი დოლარის ღირებულებისაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია „ბორჯომზე“ საუბრისას განაცხადა.


პრემიერის განცხადებით, დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება, მთავრობის მომდევნო სხდომაზე დამტკიცდება და კომპანია „ბორჯომს“ ოპერირებაში პრობლემა არ ექნება.


„პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა მმართველ კომპანიასთან, მფლობელებთანაც, საკითხი ყველასთან გავიარეთ. არის შემოთავაზება, რომ სახელმწიფოს ჩუქნიან წილს, რომელიც უხეშად, რომ ვთქვათ, წილი 100 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება და მთავრობის მომდევნო სხდომაზე ამ ყველაფერს დავამტკიცებთ. ასე, რომ „ბორჯომს“ ოპერირებაში პრობლემა არ ექნება და ჩვენი საამაყო ბრენდი გააგრძელებს მუშაობას. ყველა დასაქმებული თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს. მინდა თანამშრომლებს მივმართო, რომ პრობლემა ამოწურული იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.


საჩუქრად წილის გადაცემის თაობაზე ინფორმაცია თავად კომპანიამ 19 მაისს გაავრცელა.

ცნობისთვის, „ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group-ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. „ბორჯომის“ ჩამომსხმელმა ორივე ქარხანამ 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა მუშაობა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.


ქარხნიდან დაითხოვეს 49 თანამშრომელი. დასაქმებულები პროტესტს გამოთქვამენ და კომპანიის ხელმძღვანელობასთან მედიაციის პროცესში იმყოფებიან.


Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.