ახალი ამბები
ეკა ბესელიამ უმრავლესობა დატოვა
ეკა ბესელიამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ მან უმრავლესობა დატოვა.

„მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად" - განაცხადა ბესელიამ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო, რადგან უმრავლესობამ 8 თანამოაზრის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ, მხარი არ დაუჭირა.

ეკა ბესელიას თქმით, მისთვის რთული და ემოციურია ამ ნაბიჯის გადადგმა.

"რთულია თქვა, „მივდივარ“ სწორედ ამ პოლიტიკური გუნდიდან იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ, სად მივდივარ. მივდივარ იქ, სადაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა, სადაც ჯერ კიდევ არის იმის იმედი, რომ ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაყვება, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ყოველი ოჯახისთვის, მოქალაქისთვის ყველაზე ღირებული რამ - სამართალი, სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია დეპუტატობამდე, კერძო იურიდიულ საქმიანობას ეწეოდა, 2008 წელს გახდა პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკ „გაერთიანებული ოპოზიციიდან (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები),“2012 წლიდან კი ის პარლამენტში ორჯერ "ქართული ოცნებიდან" მოხვდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი
15:50 / 19.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახური აცხადებს, რომ მათთან შესული 70-მდე
განცხადება/შეტყობინებიდან,
12:52 / 19.05.2024
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ მათთან შესული 70-მდე განცხადება/შეტყობინებიდან,
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება.
10:42 / 19.05.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო
დაადო.
17:16 / 18.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.
19 მაისს, 17:00 საათზე,
ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
16:55 / 18.05.2024
19 მაისს, 17:00 საათზე, ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.