პოლიტიკა
“ფინანსურ სანქციებამდე მოკლე მანძილია” - რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციები
“რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციები? პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ პროცესი დაიწყო და "ოცნების" ჩინოვნიკები ხელშეუხებელნი არ არიან,” - ამერიკაში მოქმედი ქართველი ჟურნალისტი ნანა საჯაია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სავიზო სანქციებს სოციალურ ქსელში განმარტავს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ჯინი თავისუფალია", შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობასთან (და არა საქართველოსთან) გადადის თვისობრივად ახალ ეტაპზე და ეუბნება, რომ მათ ქმედებებს ხედავენ და არ "გაატარებენ"
;

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს თქვა, ეს არის სანქციების პირველი ეტაპი. შეზღუდვა ეხება 20-ზე მეტ ადამიანს (ზუსტი რიცხვი სპიკერს არ უთქვამს, მან თქვა between 2 and 3 dozens, ანუ 24-32 ს შორის);

დღევანდელი სანქცია, მარტივად ნიშნავს, რომ სანქცირებული ხალხი ამერიკაში ვერ შემოვა;

სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს შეზღუდვები დააწესა დამოუკიდებლად და მას საამისოდ კონგრესის მიერ ახალი კანონის მიღება არ სჭირდება.

ასევე, ახალი კანონის გარეშე, დამოუკიდებლად, ფინანსური სანქციების დაწესება შეუძლია ხაზინას.

სავიზო ინფორმაცია არის პირადი ინფორმაცია, შესაბამისად, სახ.დეპი ამ ადამიანების სიას არ აქვეყნებს, ხაზინას ეს შეზღუდვა არ აქვს, რადგან ხაზინის სანქციების საფუძველი, უმეტესად კანონის დარღვევაა (მაგალითად კორუფცია);

რატომ 20+ ადამიანი და არა, ის 84-ივე დეპუტატი, ვინც კანონს ხმა მისცა? ამ ეტაპზე სანქციის მიზანი არის behavior change - ოცნებას ჯერ კიდევ აძლევენ სიტუაციის გამოსწორების შანსს. ამავდროულად ეუბნებიან, რომ ეს სია შეიძლება ნებისმიერ დროს განახლდეს;

თვითონ სანქციების რანჟირებაში, სავიზო შეზღუდვები არის ერთდროულად მსუბუქი და მკაცრი ნაბიჯი. მსუბუქი იმიტომ, რომ, კარგი, არ წამოვა დიტო სამხარაძე ამერიკაში, გადაიტანს რამეფრად.

მკაცრი იმიტომ რომ, "ჯინი თავისუფალია" და ამის მერე ფინანსურ სანქციებამდე მოკლე მანძილია,“ - წერს ნანა საჯაია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.




წყარო: ბიზნესპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა მინისტრის,
ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე
დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15:05 / 30.12.2024
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან
მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30
დეკემბრიდან შედის ძალაში.
09:13 / 30.12.2024
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30 დეკემბრიდან შედის ძალაში.
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ
ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა
საზოგადოებას.
11:31 / 29.12.2024
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა საზოგადოებას.
მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო
ფიცი დადო. საქართველოს პარლამენტის სასახლეში გრძელდება მისი
ინაუგურაციის ცერემონია.
10:31 / 29.12.2024
მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. საქართველოს პარლამენტის სასახლეში გრძელდება მისი ინაუგურაციის ცერემონია.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა,
სალომე ზურაბიშვილმა მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის
პარლამენტში ინაუგურაციის პარალელურად განცხადებით მიმართა ორბელიანის
სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას.
10:27 / 29.12.2024
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პარლამენტში ინაუგურაციის პარალელურად განცხადებით მიმართა ორბელიანის სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.