პოლიტიკა
"ქართველებს 30 წელია უნდათ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელს ენდომებათ " - სერგეი შამბა ირაკლი კობახიძეს პასუხობს
არავის უკვირს საქართველოს სურვილი, დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაგრამ აფხაზეთის ამოცანაა განავითაროს და გააძლიეროს სახელმწიფოებრიობა, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

„მათ 30 წელია უნდათ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელს ენდომებათ, გასაგებია, ვის უკვირს ეს? ეს მათი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა და ჩვენთვის ახალი არაფერია. აფხაზეთს აქვს საკუთარი ამოცანები, ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება, მისი სახელმწიფოებრიობის განვითარება და გაძლიერება“, - განაცხადა შამბამ.

მისი მტკიცებით, აფხაზეთსა და საქართველოს შორის ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა.

როცა ამის დრო დადგება, მაშინ განვიხილავთ, თუმცა ასეთ მზადყოფნას ვერ ვხედავთ, მაგრამ არ ვაპირებთ ამ სახელმწიფოსთან კონფედერაციის ან რაიმე სხვა ურთიერთობის საკითხების განხილვას“, - განაცხადა შამბამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე - 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი".
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
მიმდინარე პროტესტს არ აქვს
არავითარი შინაარსი, ამიტომაც არ მოგვისმენია გამოსვლები, ამიტომაც
გაექცნენ დებატებს, ამიტომაც ამჯობინეს ხმაური საუბარს.
14:10 / 06.12.2024
მიმდინარე პროტესტს არ აქვს არავითარი შინაარსი, ამიტომაც არ მოგვისმენია გამოსვლები, ამიტომაც გაექცნენ დებატებს, ამიტომაც ამჯობინეს ხმაური საუბარს.
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციის
მონაწილეებმა, რომლებიც პარლამენტთან არიან შეკრებილები, რუსთაველის
გამზირი გადაკეტეს.
18:51 / 04.12.2024
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პარლამენტთან არიან შეკრებილები, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეხმაურება აშშ-ის საელჩოს მიერ,
სოციალურ ქსელში გამოქვეუნებულ ე.წ. ქარდებს და ამბობს, რომ ეს
ქარდები აღქმულია, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე.
14:21 / 04.12.2024

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეხმაურება აშშ-ის საელჩოს მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეუნებულ ე.წ. ქარდებს და ამბობს, რომ ეს ქარდები აღქმულია, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე.

ჩვენ გვაწუხებს ის, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ ნატო-ს
გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ საქართველოსა და მოლდოვაში
ჩატარებულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ ცნობებთან
დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
11:24 / 04.12.2024
ჩვენ გვაწუხებს ის, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ საქართველოსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო
საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვას აწარმოებს , - ამის შესახებ
ინფორმაციას გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
სამინისტრო ავრცელებს.
09:05 / 04.12.2024
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვას აწარმოებს , - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.