ახალი ამბები
ჰელსინკის კომისია MEGOBARI Act-ის შესახებ
ჰელსინკის კომისია აქვეყნებს განცხადებას MEGOBARI აქტისა და მისი ძირითადი დებულებების შესახებ, რომელიც მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების, ადამიანის უფლებებისა და საქართველოში კანონის უზენაესობისკენ.

ამასთანავე, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დაუპირისპირდეს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენებს. ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.



MEGOBARI აქტის ძირითადი დებულებები


დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა - აქტი განსაზღვრავს აშშ-ს პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. იგი აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისათვის.

მიმართვა დემოკრატიულ უკუსვლას - საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, აქტი მოითხოვს საქართველოს მთავრობის ქმედებების, რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმენთან მისი კავშირების გაძლიერებულ შესწავლას.

ანგარიშგება და სანქციები - არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას.

რუსეთის სადაზვერვო აქტივები - საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთის პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.

სანქციები ქართველ პირებზე - იდენტიფიკაცია, სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში.

დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა - სამუშაო ჯგუფი შექმნილი იქნება საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები.

ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და მხარდაჭერა - საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი ასახავს აშშ-ს შემდგომ დახმარებას, მათ შორის:


მოლაპარაკებები საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე;

გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;

ეკონომიკური პაკეტის შემუშავება;

უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიის დასაძლევად.




„საქართველოს მოსკოვისკენ უბიძგებენ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე, რომ მათ დავეხმაროთ დემოკრატიისა და პროდასავლური მომავლის დაცვაში” - ამბობს კონგრესმენი სტივ კოენი, რომლის თქმითაც, სწორედ ამას აკეთებს ეს კანონპროექტი, "რომელიც ქმნის საფუძველს ახალი გვერდისთვის უფრო ძლიერი და გაფართოებული ორმხრივი პარტნიორობისთვის“.

„ვლადიმერ პუტინი არის დიქტატორი, რომელსაც ყველა საშუალებით სურს აღადგინოს საბჭოთა იმპერია. შეერთებული შტატები ყოველთვის შეეწინააღმდეგება პუტინის მცდელობებს დაარღვიოს თავისუფლება და დემოკრატია“,
- აცხადებს კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი - „მეგობარის აქტი არის საკვანძო ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად და ქვეყანაში რუსეთის გავლენის საწინააღმდეგოდ“.

20 მაისს ორ ამერიკულ გამოცემაში - „პოლიტიკოსა“ (Politico) და „ჰილში“ (The Hill) - გამოქვეყნდა ცნობა, რომ შეერთებული შტატების კონგრესს უახლოეს პერიოდში წარედგინებოდა კანონპროექტი - MEGOBARI აქტი.

შეერთებული შტატების კონგრესში ინიციირებული აქტი - MEGOBARI - „აგენტების კანონის“ საბოლოოდ მიღების შემთხვევაში სანქციებით ემუქრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დემოკრატიის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში კი სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პაკეტს ჰპირდება.

ამასთანავე, 23 მაისს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას.

მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა". ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება" კანონზე უარს იტყვის.

„ქართული ოცნება“ MEGOBARI აქტის მიღების პერსპექტივას „ძალზე ბუნდოვანს“ უწოდებს, წინმსწრებად ამბობს უარს „აგენტების კანონის“ გაწვევასა და უკან დახევაზე, შტატებს კი შანტაჟში ადანაშაულებს და ეუბნება: „საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს".


წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტრომ
ტრეფიკინგის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის
ფაქტზე 4 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს
ავრცელებს.
10:04 / 21.06.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე 4 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს ავრცელებს.
იანვარ-მაისში ქართული ღვინის
ექსპორტი წლიურად 35.8%-ით არის გაზრდილი.
09:39 / 21.06.2024
იანვარ-მაისში ქართული ღვინის ექსპორტი წლიურად 35.8%-ით არის გაზრდილი.
2024 წლის 1 ივლისიდან უქმდება 2011
წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის
მოწმობები.
11:39 / 20.06.2024
2024 წლის 1 ივლისიდან უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები.



მეფე დავითის თასის პირველობაზე ფეხბურთში, გამარჯვებული ბორჯომის
საფეხბურთო გუნდი „თორია“.
15:02 / 19.06.2024



მეფე დავითის თასის პირველობაზე ფეხბურთში, გამარჯვებული ბორჯომის საფეხბურთო გუნდი „თორია“.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში
პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში გულდასაწყვეტი უწოდა
პროცესს,
13:14 / 19.06.2024
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში გულდასაწყვეტი უწოდა პროცესს,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.