პოლიტიკა
„ხალხის ძალა“ - სამსჯელოა, შემოუშვან თუ არა დიპლომატები პარტნიორი ქვეყნებიდან
საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი, „ხალხის ძალა“, აცხადებს, რომ „ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს“, „იმსახურებენ თუ არა“ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები ქვეყანაში შემოშვებას. "ხალხის ძალა“ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს უწოდებს და საქართველოს ხელისუფლებაზე „თავდასხმებში“ ადანაშაულებს.

„აშკარაა, რომ მათი მიზანი საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობა, პოლიტიკური პროცესისა და საზოგადოების პოლარიზება და რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერაა... მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციისთვის ჩამოსულ პოლიტიკოსებთან შეხვედრისგან...

დანამდვილებით ვიცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას“,
- წერია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

„აგენტების კანონის“ საქართველოს პარლამენტში განხილვის პარალელურად, საქართველოში ვიზიტი აქვთ დაგეგმილი ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ესენი არიან გაბრელიუს ლანდსბერგისი - ლიეტუვა, მარგუს ცანკა - ესტონეთი, ტორდის გილფადოტრი - ისლანდია და ბაიბა ბრაზე - ლატვია.

გარდა ამისა, საქართველოში ჩამოსული არიან გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი და ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი. საქართველოში ჩამოდის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი.

10 მაისს, „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ რამდენიმე ევროპული ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს არ შეხვდება.

საქართველოში მიმდინარე პროტესტისა და დემონსტრანტებზე ძალადობის ფონზე, პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს აფრთხილებენ ამ კანონის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელ პრობლემებზე. მათ შორის არის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა, ვიზის გარეშე მგზავრობის უფლების შეზღუდვა ევროკავშირის ქვეყნებთან და შესაძლო სანქციების დაწესება იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყანას დასავლეთისკენ სვლაში.

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების მიერ
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ქართული ორგანიზაციები
11:09 / 18.10.2024
ქართული ორგანიზაციები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებენ.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ის ე.წ.
ტექნიკურ მთავრობას წარადგენს.
07:48 / 13.10.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ის ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს.
495–მა ევროპარლამენტარმა მხარი
დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების
ანტიდასავლური პოლიტიკის, მათ შორის „რუსული კანონის“ გამო, ბიძინა
ივანიშვილისთვის სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებას
გულისხმობს.
11:53 / 10.10.2024
495–მა ევროპარლამენტარმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკის, მათ შორის „რუსული კანონის“ გამო, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებას გულისხმობს.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა
პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე
თქვა, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის
იმპიჩმენტის მოთხოვნით, ხელახალ კონსტიტუციური წარდგინებას
მოამზადებს.
11:08 / 07.10.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით, ხელახალ კონსტიტუციური წარდგინებას მოამზადებს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.