პოლიტიკა
შეშფოთებული ვართ კანონპროექტით, არ არის ამერიკულის მსგავსი - აშშ-ის ელჩი
საქართველოში აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებით "აგენტების კანონთან" დაკავშირებით აშშ-მა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან არასაჯაროდ და საჯაროდაც გამოხატა თავისი სერიოზული შეშფოთება, რომელიც უკავშირდება იმას, რომ ის გადაახვევინებს საქართველოს თავისი ევროპული გზიდან და უარყოფითად იმოქმედებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობაზე აკეთონ საქმე ქართველი ხალხის დასახმარებლად.

ხაშურში ამერიკულ ცენტრში ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში რობინ დანიგანმა თქვა, რომ კანონპროქტთან მიმართებით, რომელიც დასავლელი პარტნიორების შეშფოთებას იწვევს, ხოლო ოკუპანტი მიესალმება, ქართველებმა თავს უნდა ჰკითხონ "არის თუ არა ის კარგი რამ მათი ქვეყნისთვის".

"მინდა გავიმეორო, რომ ეს კანონპროექტი არ არის შეერთებულ შტატებში არსებული კანონის მსგავსი, შეერთებული შტატები მიესალმება ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის როლს და იმას თუ როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას. ჩვენი კანონი მოითხოვს რომ ორგანიზაციები და პირები, რომელებსაც ფულს უხდიან უცხო ქვეყნის მთავრობისა და მათი ინტერესების ლობირებაში, იყვნენ დარეგისტრირებული. ეს ძალიან განსხვავებული კანონია. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ შეერთებული შტატები დგას საქართველოს ხალხთან და მთავრობასთან ხელჩაკიდებული და მხარს უჭერს საქართველოს ევროპული გზას“, - განაცხადა რობინ დანიგანმა.

მან ისაუბრა აშშ-სა და საქართველოს თანმშრომლობაზე, და 6 მლრდ დოლარის ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც აშშ-მა აღმოუჩინა საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო სექტორს 30 წლის განმავლობაში.

"ჩვენმა დახმარებამ გააძლიერა საქართველოს თავდაცვის ძალები, გააძლიერა და აღჭურვა საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახური, რათა საქართველომ შეძლოს მისი სუვერენული ტერიტორიის დაცვა და შემდგომი აგრესიის შეკავება. ჩვენი დახმარებით ააშენა საავადმყოფოები და სკოლები, ჩვენ გადავამზადეთ ექიმები, მასწავლებლები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, ჩვენი დახმარებით მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენდა დამოუკიდებელი დღის ცენტრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასახმარებლად, მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად", - თქვა დანიგანმა, რომლის თანახმადაც ამერიკული ცენტრები, სადაც ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსია, ათასობით ქართველი ახალგაზრდისთვის მიცემული შესაძლებლობა ესწავლა აშშ-ში "არის ის, რასაც მეგობრები აკეთებენ“.

მისი თქმით მეგობარი ქვეყნები ეხმარებიან ერთმანეთს გაძლიერებაში და მათი შესაძლებლობების, განვითარებაში რათა შეეძლოთ უკეთ თავდაცვა.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.

სახელშეცვლილი, თუმცა შინაარსობრივად უცვლელი კანონპროექტის წარდგენას საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა უკვე მოჰყვა. კანონპროექტში ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ იცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ თუკი კანონპროექტი დამტკიცდება, საქართველო ევროპულ გზას ასცდება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება "საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე ან უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას, ვინაიდან ეს რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ ძალისხმევაა..."

ევროკავშირი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა, დააბრუნოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, “სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“. „მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის“.

გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას. გაერო საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. ცნობილია, რომ "აგენტების კანონს", მიღების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.

გუშინ, 9 აპრილს, თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე - „თავისუფლების მარში" გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს მმართველი პარტიის მიერ ე.წ. აგენტების კანონის ინიციირება საქართველოს პარლამენტში.



წყარო: რადიოთავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 2
მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული
სხდომები) არ გაიმართება. შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 2 მაისს
14.00 საათამდე იმოქმედებს.
11:21 / 02.05.2024
პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 2 მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება. შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 2 მაისს 14.00 საათამდე იმოქმედებს.
საქართველოს პარლამენტთან „რუსული
კანონის
19:01 / 30.04.2024
საქართველოს პარლამენტთან „რუსული კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
საქართველოს თავდაცვის ძალების
დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე
გაიმართა, 100-მა ჯარისკაცმა ფიცი დადო ქვეყნის უმაღლესი
მთავარსარდლის,
11:14 / 30.04.2024
საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა, 100-მა ჯარისკაცმა ფიცი დადო ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის,
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ
„ქართული ოცნების“ „საერთო სახალხო შეკრებაზე“ სიტყვით გამოდიან
მმართველი პარტიის ლიდერები. ღონისძიების წამყვანია საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, სწორედ, ის იყო სხდომაზე
პირველი გამომსვლელი.
19:52 / 29.04.2024
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ „ქართული ოცნების“ „საერთო სახალხო შეკრებაზე“ სიტყვით გამოდიან მმართველი პარტიის ლიდერები. ღონისძიების წამყვანია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, სწორედ, ის იყო სხდომაზე პირველი გამომსვლელი.
თითქმის 10-საათიანი მუხლობრივი
განხილვის შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი
დაუჭირა.
19:40 / 29.04.2024
თითქმის 10-საათიანი მუხლობრივი განხილვის შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.