პოლიტიკა
12 ევროპული ქვეყანა „ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, გაიწვიოს რუსული კანონი
12 ევროპული ქვეყანა საქართველოს მმართველ პარტიას მოუწოდებს, პარლამენტიდან გაიწვიოს რუსული კანონი.

განცხადებას ხელს აწერენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, დანიის, ნორვეგიის, ჩეხეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, იტალიისა და ირლანდიის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები.

განცხადებაში ვკითხულობთ:

„3 აპრილს მმართველი პარტია, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიციირების შესახებ, რაც, ფაქტობრივად, უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ გასული წლის რუსული კანონია.

ქუჩებში გამოსული ქართველი ხალხის უზარმაზარი ზეწოლისა და აბსოლუტური მობილიზაციის პირობებში მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პირობა დადო, რომ ამ კანონმდებლობას პარლამენტიდან „უპირობოდ გაიწვევდა“.

გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას პუტინის რუსეთის სტილის კანონის შინაარსის შესახებ, რომელიც შექმნილია საქართველოს აქტიური პროევროპული სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზაციისა და შესუსტების მიზნით, მაშინ, როცა ის ფართოდ არის ცნობილი, როგორც საქართველოს უდიდესი აქტივი და იმედი და აქვს ყველაზე გამჭვირვალე ბიუჯეტისა და დაფინანსების მქონე სექტორის რეპუტაცია.

ხაზს ვუსვამთ, რომ მისი ხელახლა ინიციირება ძირს უთხრის საქართველოს მიერ რთულად მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს, რადგან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის თავისუფლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება არის დემოკრატიის საფუძველი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებისთვის;

ამას [რუსული კანონის ხელახლა ინიციირება] აღვიქვამთ, როგორც მტრულ სვლას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლის მიმართ და გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას ამის გამო;

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ ის გადადგამს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 ნაბიჯს გაწევრების მოლაპარაკებების დაწყებამდე და რომ ამ დრომდე საქართველომ მათგან მხოლოდ 3 შეასრულა;

ასევე, შეგახსენებთ, რომ მე-9 ნაბიჯის თანახმად, საქართველო უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობას, ხოლო 1-ლი ნაბიჯი გულისხმობს საქართველოს ბრძოლას დეზინფორმაციასთან, ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ.

დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ველით, რომ საქართველო დაიცავს თავის ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი.

ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოავლენს თავის მზაობას და მონდომებას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის, დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებით ხელმძღვანელობით. ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დევს”.

განცხადების ხელმომწერები:

მარეკ ჟენიშეკი – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატთა პალატა, ჩეხეთის რესპუბლიკა;
პაველ ფიშერი – ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე;
მაიკლ ასტრუპ იენსენი – საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დანიის პარლამენტი
მარკო მიჰკელსონი – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ესტონეთის პარლამენტი;
ჟან-ლუი ბურლანჟი – საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
მაიკლ როტი – გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
ჩარლი ფლენეგანი – ირლანდიის ქვედ აპარლამენტის პალატის საგარეო საქმეთა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე;
ჯულიო ტრემონტი – იტალიის დეპუტატთა პალატის საგარეო და სათემო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
რიჰარდს კოლსი – ლატვიის სიემის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
ჟიგიმანტას პავილიონისი – ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
ინე ერიქსენ სორეიდე – „კონსერვატიული პარტია“, ნორვეგიის პარლამენტი;
ბოგდან კლიხი – სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პოლონეთი;
ალისია კერნსი – გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;


სტატია მომზადებულია "პუბლიკა"-ს მიერ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე დღეს ბიზნესმენებს შეხვდება. შეხვედრა მთავრობის
ადმინისტრაციაში, 17:00 საათზეა ჩანიშნული და მას მსხვილი ბიზნესის
წარმომადგენლები დაესწრებიან.
13:23 / 10.05.2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ბიზნესმენებს შეხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, 17:00 საათზეა ჩანიშნული და მას მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.
8 მაისს ევროკავშირის წევრი
ქვეყნების ელჩებმა ბრიუსელში კიდევ ერთხელ იმსჯელეს საქართველოზე და,
სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს პოტენციური ზომები იმ
სცენარისთვის, თუკი საქართველოში მიიღებენ კანონს უცხოეთის აგენტების
შესახებ.
13:22 / 09.05.2024
8 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ბრიუსელში კიდევ ერთხელ იმსჯელეს საქართველოზე და, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს პოტენციური ზომები იმ სცენარისთვის, თუკი საქართველოში მიიღებენ კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ.
31 ევროპარლამენტარი ევროკავშირის
უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს, მიმართავს. ისინი მოუწოდებენ
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის
შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ.
15:57 / 07.05.2024
31 ევროპარლამენტარი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს, მიმართავს. ისინი მოუწოდებენ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ.
პარასკევს, 10 მაისს, 
პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
12:39 / 07.05.2024
პარასკევს, 10 მაისს,  პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ამერიკის შეერთებული შტატების
სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოსთან
დაკავშირებით X-ზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია.
14:51 / 04.05.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოსთან დაკავშირებით X-ზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.