ახალი ამბები
უკრაინაში დასავლელი ლიდერები ჩავიდნენ
უკრაინისათვის სოლიდარობის გამოსახატად 24 თებერვალს კიევში ჩავიდნენ დასავლელი ლიდერები, მათ შორის - იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები.

სააგენტო Reuters-ი იტალიის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო და ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ 23 თებერვალს ღამით, მატარებლით.

24 თებერვალს დილით კიევში ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც ჩავიდა.

24 თებერვალს, მოგვიანებით, მელონი უმასპინძლებს ვიდეოკონფერენციას კიევიდან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები, ხოლო პრეზიდენტ ზელენსკის მიიწვევენ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად.
Print