ახალი ამბები
ევროკავშირმა გააგრძელა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები
ევროკავშირმა კიდევ ერთი წლით გააგრძელა უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის გამო რუსეთისთვის 2022 წლის ოქტომბრიდან დაწესებული სანქციები.

სანქციების 2025 წლის 24 თებერვლამდე შენარჩუნების გადაწყვეტილება დღეს, 20 თებერვალს გამოქვეყნდა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიზანშეწონილად მიიჩნევენ სანქციების შენარჩუნებას და საჭიროების შემთხვევაში, ახალი ზომების მიღებას.

უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ მოსკოვმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები.

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები მოქმედებს 2014 წლიდანაც, ყირიმის ანექსიის გამო. უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან ევროკავშირს მიღებული აქვს რუსეთის საწინააღმდეგი სანქციების 12 პაკეტი და კიდევ ერთს ამზადებს ომის დაწყების ორი წლისთავისთვის.


რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.

პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.


წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
მუნიციპალური განვითარების ფონდის
დაფინანსებით, ბორჯომში გარე განათების ქსელი შეიცვლება და საყრდენ
ბოძებზე განთავსებული კომუნიკაციები მიწის ქვეშ გადაინაცვლებს.
16:22 / 26.07.2024
მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ბორჯომში გარე განათების ქსელი შეიცვლება და საყრდენ ბოძებზე განთავსებული კომუნიკაციები მიწის ქვეშ გადაინაცვლებს.
ახალდაბაში, გარდაცვლილი მსახიობის
ტრისტან სარალიძის სახელობის ქუჩა ეწოდება იმ დასახლებას, სადაც თავად
ცხოვრობდა.
16:06 / 26.07.2024
ახალდაბაში, გარდაცვლილი მსახიობის ტრისტან სარალიძის სახელობის ქუჩა ეწოდება იმ დასახლებას, სადაც თავად ცხოვრობდა.
კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის მიერ
სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების
15:49 / 24.07.2024
კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების
„კვლევითი ცენტრის“ ექსპედიციის
წევრებმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანაში, სომხური თემის
XIX საუკუნის ეკლესიაში, აღმოაჩინეს
10:07 / 24.07.2024
„კვლევითი ცენტრის“ ექსპედიციის წევრებმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანაში, სომხური თემის XIX საუკუნის ეკლესიაში, აღმოაჩინეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
აცხადებს, რომ საქართველოში პარტია „ქართული ოცნების“
09:24 / 24.07.2024
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ საქართველოში პარტია „ქართული ოცნების“
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.