პოლიტიკა
მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას – სალომე ზურაბიშვილი
ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე გამოეხმაურა.

"მიხარია ქართველ ხალხთან ერთად და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც პრეზიდენტი, გავაგრძელებ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ჩემი როლის შესრულებას, როგორც პროევროპელი ლიდერი, რათა ხელი შევუწყო და გავაგრძელო ჯერ კიდევ საჭირო რეფორმები", – წერს პრეზიდენტი.

დღეს, 8 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.
Print