ახალი ამბები
ვეტო "კარვების" კანონპროექტს და მოქალაქეობის შეწყვეტა ფარცხალაძეს - პრეზიდენტის გადაწყვეტილება
საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.

„საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას", - ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "პრეზიდენტმა ვეტო დაადო ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს"
Print