ახალი ამბები
არაფორმალური მმართველები სამცხე-ჯავახეთში? - ხაბეიშვილის განცხადება და ორჯონიკიძის პასუხი
გასულ კვირას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა სამცხე-ჯავახეთის არაფორმალურ მმართველებზე ისაუბრა. ბრიფინგზე მან, ელგუჯა, გია და ეკა ორჯონიკიძეები მოიხსენია. ხაბეიშვილის განმარტებით ელგუჯა ორჯონიკიძე არის "ეფესბეს" მაღალჩინოსანი, რომლის საშუალებითაც მისი და ეკა ორჯონიკიძე დანიშნეს ბაკურიანის ფონდის ხელმძღვანელად და ბიუჯეტი 18 მილიონი ლარის ოდენობით მისცეს. მისი თქმით, ივანიშვილი დაინტერესებულია ბაკურიანით და როდესაც სჭირდება სარეკრეაციო ზონის მოხსნა თუ სხვადასხვა სამშენებლო გადაწყვეტილებების მიღება, ამაში, და-ძმა ორჯონიკიძეები და მაღალი თანამდებობის პირები ეხმარებიან.



ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ეკა ორჯონიკიძემ უპასუხა. ორჯონიკიძემ, ბრალდება და აბსურდი უწოდა იმას რაც ენმ-ს ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა. მან ხაბეიშვილს რჩევა მისცა, პირდაპირ ეთერში განცხადების გაკეთებამდე, ინფორმაცია გადაამოწმოს და ისე გააჟღეროს. ხაბეიშვილის განცხადება და ორჯონიკიძის პასუხი ნახეთ ვიდეოში.

Print