ახალი ამბები
"ბორჯომში, რომანოვების სასახლიდან მოპარულია ანტიკვარული ავეჯი, ჭურჭელი" - ხაბეიშვილი (ვიდეო)
დღეს, 4 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბორჯომში მდებარე რომანოვების ისტორიული რეზიდენციიდან ნივთები მოიპარეს. მისი თქმით, სავარაუდოდ მოპარულია ანტიკვარული ავეჯი, ჭურჭელი და ამასობაში ბიძინა ივანიშვილის ყოფილი დაცვის უფროსი, სავარაუდოდ გარეულია ამ კორუფციულ აღებ–მიცემობაში. ხაბეიშვილის განცხადებით, უყურადღებობის გამო ზიანდება სასახლეც.
Print