ახალი ამბები
სამ ქალაქში პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს
დღეს, 1-ელ ოქტომბერს, პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

გორი-კასპის ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ტარდება, ხოლო გურჯაანში მერს ირჩევენ.

გორი-კასპის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: გიორგი სოსიაშვილი (,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) და მამუკა ტუსკაძე (პარტია „სოციალური სამართლიანობისთვის“).

№32 გორის საარჩევნო ოლქში 68 უბანია გახსნილი და 94 987 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 52 უბანზე არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება, 16 უბანზე კი ტრადიციულად მოხდება ხმის მიცემა. ოლქში სპეციალური უბანი გახსნილი არ არის, თუმცა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლები, სპეციალური სიის საფუძველზე, საკუთარ არჩევანს გორის №12 უბანზე დააფიქსირებენ.



,,ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემის და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 52 საარჩევნო უბანზე ჩატარდება (ამ უბნებზე რეგისტრირებულია ამომრჩეველთა 84 %), 16 უბანზე კი კენჭისყრა აქამდე არსებული წესით გაიმართება, თუმცა, აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.რაც შეეხება იმას, თუ რის მიხედვით განისაზღვრა ტრადიციული და ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურები ამა თუ იმ უბანზე, ეს არის ცესკოს მიერ დადგენილი წესი, რომელმაც განსაზღვრა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიიდან 20 კმ-ის რადიუსში მდებარე საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა ელექტრონული წესით მოხდება, ხოლო დანარჩენ უბნებზე ხმის მიცემის ტრადიციული პროცედურა ჩატარდება“, - განაცხადა #32 გორის ოლქის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა.



№30 კასპის საარჩევნო ოლქში კი 39 079 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ოლქის თავმჯდომარის, ნანა ნონიაშვილის ინფორმაციით, 29 საარჩევნო უბნიდან, გორი-კასპის მაჟორიტარის შუალედური არჩევნები 23 უბანზე ელექტრონული, 6-ზე კი ტრადიციული წესით ჩატარდება. შეგახსენებთ, გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა საპარლამენტო მანდატი ვადაზე ადრე დატოვა.

რაც შეეხება გურჯაანს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მე-12 საოლქო საარჩევნო კომისიაში კანდიდატი მხოლოდ "ქართულმა ოცნებამ" დაარეგისტრირა.მუნიციპალიტეტში 36 საარჩევნო უბანი ზუსტად დილის 8:00 საათზე შეფერხების გარეშე გაიხსნა. აქედან 28-ში ხმის მიცემა, თანამედროვე ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, 6 კი კენჭისყრა კვლავ ტრადიციული მეთოდით ტარდება. ოლქში 50 200 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
მე-3 დღეა მოქალაქეებს, რომლებიც
რუსულ კანონის მიღების მცდელობას აპროტესტებენ, სხვადასხვა ნომრიდან
ურეკავენ, აგინებენ, შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკური შეურაცხყოფით
ემუქრებიან. ზარები თავდაპირველად სხვა ქვეყნის ნომრებიდან შემოდიოდა,
მოგვიანებით – უკვე ქართული ნომრებიდანაც.
15:51 / 09.05.2024
მე-3 დღეა მოქალაქეებს, რომლებიც რუსულ კანონის მიღების მცდელობას აპროტესტებენ, სხვადასხვა ნომრიდან ურეკავენ, აგინებენ, შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკური შეურაცხყოფით ემუქრებიან. ზარები თავდაპირველად სხვა ქვეყნის ნომრებიდან შემოდიოდა, მოგვიანებით – უკვე ქართული ნომრებიდანაც.
დღეს ბორჯომში ფაშიზმზე გამარჯვების
79-ე წლისთავი აღინიშნა.
15:06 / 09.05.2024
დღეს ბორჯომში ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი აღინიშნა.
8 მაისს ევროკავშირის წევრი
ქვეყნების ელჩებმა ბრიუსელში კიდევ ერთხელ იმსჯელეს საქართველოზე და,
სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს პოტენციური ზომები იმ
სცენარისთვის, თუკი საქართველოში მიიღებენ კანონს უცხოეთის აგენტების
შესახებ.
13:22 / 09.05.2024
8 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ბრიუსელში კიდევ ერთხელ იმსჯელეს საქართველოზე და, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს პოტენციური ზომები იმ სცენარისთვის, თუკი საქართველოში მიიღებენ კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ.
დღეს 9 მაისია - ფაშიზმზე
გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი
გავიდა.
10:08 / 09.05.2024
დღეს 9 მაისია - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა.
ხმაურით და სიტყვიერი დაპირისპირებით
დაიწყო ბორჯომის ცენტრში აქცია.
22:52 / 08.05.2024
ხმაურით და სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო ბორჯომის ცენტრში აქცია.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.