პოლიტიკა
ბესიკ ამირანაშვილმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო თათბირი გაიმართა.

სამუშაო თათბირზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის:

• რეგიონის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი შესრულების ვადები გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში;

• მიუსაფარი ცხოველებისთვის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის აშენების საჭიროება.


სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ექვსივე მუნიციპალიტეტის მერთან გამართულ შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე - დავით ვარდიაშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი - მარინა გაჩეჩილაძე, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი - სოსო ალიბეგაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - დავით ლომიძე ესწრებოდნენ.
Print