სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დავით ვარდიაშვილი დაინიშნა
12:18 / 02.12.2022
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო
რწმუნებულს ახალი მოადგილე ჰყავს. დავით ვარდიაშვილი ადმინისტრაციის
თანამშრომლებსა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს ბესიკ
ამირანაშვილმა სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა.
რწმუნებულის მოადგილის პოზიციამდე ვარდიაშვილი მუშაობდა საქართველოს
სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოში. სხვადასხვა წლებში
იყო საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოადგილე, შინაგან
საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ქვემო ქართლის სახელმწიფო
რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე, მუშაობდა ასევე
შემოსავლების სამსახურსა და მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო
ინსპექციაში.
დავით ვარდიაშვილმა 1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი,ხოლო 2000 წელს, თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ეწევა სამეცნიერო
საქმიანობას და მინიჭებული აქვს სხვადასხვა წოდება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“
ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.
არასამთავრობო ორგანიზაცია
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აცხადებს, რომ შსს ისევ არღვევს
შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას და აგრძელებს მშვიდობიანი
დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.