ახალი ამბები
"სერიოზული დიაგნოზის შემთხვევაში ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული" - ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, გამოცემა Foreign Policy-სთან საუბარში, ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად გაიმეორა პოზიცია, რომ სააკაშვილის შეწყალება საზოგადოებაში პოლარიზაციას გაზრდიდა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა გამოკვეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემა და თქვა, რომ მიხელ სააკაშვილისთვის დასმული მძიმე დიაგნოზი გარემოებებს შეცვლიდა.

ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა: ადრეც თქვით, რომ არ განიხილავდით სააკაშვილის შეწყალებას, მაგრამ, პირველ რიგში, მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება, როგორ ფიქრობთ, ეს სწორი ნაბიჯი იყო? რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ეს ძალიან უცნაური კითხვაა“.

"მე შევიწყალე სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი მას შემდეგ, რაც მათ განაჩენი გამოუტანეს. ეს იყო შარშან, იმ დროს ვფიქრობდი, რომ ეს ხელს შეუწყობდა შერიგების და დეპოლარიზაციის პროცესს. ახლა ჩვენ სრულიად საპირისპირო პოზიციაზე ვართ - ეს არის ის, რომ სააკაშვილის შეწყალება საქართველოში ინტენსიური პოლარიზაციის საკითხი იქნება, რადგან არის ქვეყნის ნახევარი, რომელიც ერთ მხარეს მტკიცედ დგას და, ალბათ, უმეტესობა, უმრავლესობა, ნებისმიერი ფორმით შეწყალების წინააღმდეგია.

და როგორც უკვე ვთქვი, არის სხვა საკითხი, რომ თუ მას ნამდვილად დაუსვეს რაიმე სერიოზული დაავადების დიაგნოზი, მაშინ ვფიქრობ, რომ ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული მისი ჯანმრთელობის დასაცავად. რაც მთავარია, უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება. რაც ჩვენ ვნახეთ უკრაინაში, ამის დემონსტრირებაა, რომ თუ ხართ ერთიანი და გამძლე, ნებისმიერს შეგიძლიათ გაუწიოთ წინააღმდეგობა. და ჩვენ გვაქვს მოსახლეობის ერთიანობის ნამდვილად ფანტასტიკური მაგალითი უკრაინის ხელმძღვანელობის გარშემო",
- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე, შეშფოთებულია თუ არა გზავნილით, რაც სააკაშვილის დაკავებით გაეგზავნა მსოფლიოს, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „არ მგონია, რომ სააკაშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია".

25 აპრილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ბრიფინგი გამართა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც ნიკა მელია აცხადებს, არავის აქვს გარანტია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სავალალო მდგომარეობა არ გამოიწვევს ინსულტს ან თრომბს.

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე 20 აპრილის სასამართლო სხდომაზეც ისაუბრა. ის სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა და ექიმის დახმარებაც ითხოვა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო
დაადო.
17:16 / 18.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.
19 მაისს, 17:00 საათზე,
ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
16:55 / 18.05.2024
19 მაისს, 17:00 საათზე, ბორჯომში,მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში, სკოლის
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას,
თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
15:21 / 18.05.2024
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, თუ ხალხს - ამაზე მინდა აქცენტი გავაკეთო,
13:45 / 18.05.2024
"ეს არის მარტივი ეკონომიკური დაკვირვება, იმიტომ, რომ მყიფე ეკონომიკა გვაქვს. ზუსტად ასევე ვპროგნოზირებ ახლაც, საყოველთაო საზოგადოებრივი მოხმარების საგნებსა და მომსახურებაზე ფასების ზრდას სანქციების შემდეგ“ - ამ თემაზე რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ეკონომისტმა ოთო აბესაძემ ისაუბრა.
ბოლო დღეების განმავლობაში ლარი,
დოლართან და ევროსთან მიმართებით უფასურდება.
09:31 / 18.05.2024
ბოლო დღეების განმავლობაში ლარი, დოლართან და ევროსთან მიმართებით უფასურდება.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.