ომი უკრაინაში
,,უკრაინის ნატო-ში შესვლამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს''-დიმიტრი მედვედევი
28 / ივნისი 2022
,,უკრაინის ნატო-ში შესვლამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს''-დიმიტრი მედვედევი
უკრაინის ნატო-ში შესვლამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს, თუ ის შემდგომში შეეცდება ყირიმის ხელყოფას, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

“ჩვენთვის ყირიმი რუსეთის ნაწილია. ყირიმის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობა ჩვენი ქვეყანისთვის ომის გამოცხადებაა და თუ ნატო-ს წევრი ქვეყანა ამას გააკეთებს, ეს არის კონფლიქტი მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. მესამე მსოფლიო ომი. ტოტალური კატასტროფა”, - განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, რუსეთი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში მას მოუწევს საზღვრების გაძლიერება და საპასუხო ნაბიჯებისთვის მზადყოფნა.


წყარო:https://www.interpressnews.ge/
 რუსული არმიის დანაკარგი ომის დაწყებიდან დღემდე
18 / ივნისი 2022
რუსული არმიის დანაკარგი ომის დაწყებიდან დღემდე
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინაში კიდევ 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს და ჯამში, მოკლული რუსი ჯარისკაცების რიცხვმა 33 350 -ს მიაღწია.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 323 ბავშვია დაღუპული
18 / ივნისი 2022
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 323 ბავშვია დაღუპული
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, სულ მცირე 323 ბავშვი დაიღუპა და 583 დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი აბაშაში სამხედრო პატივით დაკრძალეს
11 / ივნისი 2022
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი აბაშაში სამხედრო პატივით დაკრძალეს
უკრაინაში დაღუპული 41 წლის გიორგი გრიგოლია აბაშაში დედის გვერდით სამხედრო პატივით დაკრძალეს.
რუსული არმიის დანაკარგი ომის დაწყებიდან დღემდე
11 / ივნისი 2022
რუსული არმიის დანაკარგი ომის დაწყებიდან დღემდე
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ 150 რუსი ჯარისკაცი მოკლეს და ომის დაწყების შემდეგ ლიკვიდირებული ოკუპანტების რაოდენობა, დაახლოებით 32 050 -ს შეადგენს.
რუსმა სამხედროებმა ოდესის ოლქი დაბომბეს
04 / ივნისი 2022
რუსმა სამხედროებმა ოდესის ოლქი დაბომბეს
რუსულმა სტრატეგიულმა ავიაციამ ოდესის ოლქის ერთ-ერთ რაიონზე დღეს დილით სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
უკრაინაში ოკუპირებული ცხინვალის კიდევ ორი მკვიდრი დაიღუპა
02 / ივნისი 2022
უკრაინაში ოკუპირებული ცხინვალის კიდევ ორი მკვიდრი დაიღუპა
უკრაინაში ოკუპირებული ცხინვალის კიდევ ორი მკვიდრი დაიღუპა. სააგენტო „რესის“ ცნობით, ალან დუდაევი და ოლეგ ალბოროვი მაშინ დაიღუპნენ, როდესაც დაბომბვის დროს თავის შეფარებას ცდილობდნენ.
რუსული არმიის დანაკარგი ომის დაწყებიდან დღემდე
26 / მაისი 2022
რუსული არმიის დანაკარგი ომის დაწყებიდან დღემდე
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 25 მაისამდე რუსული მხარის დანაკარგი დაახლოებით 29 600 ჯარისკაცია, რაც გასულ დღესთან შედარებით 150 რუსი ჯარისკაცით მეტია.
უკრაინაში ომი გადამწყვეტ, მესამე ფაზაში შევიდა
22 / მაისი 2022
უკრაინაში ომი გადამწყვეტ, მესამე ფაზაში შევიდა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის ალექსი არესტოვიჩის განცხადებით, ომი უკრაინაში გადამწყვეტ, მესამე ფაზაში შევიდა.
რუსმა ჯარისკაცებმა ჩრდილოეთ უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეები აწამეს და სიკვდილით დასაჯეს
18 / მაისი 2022
რუსმა ჯარისკაცებმა ჩრდილოეთ უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეები აწამეს და სიკვდილით დასაჯეს
Human Rights Watch-ის განცხადებით, ორგანიზაციამ კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები დააფიქსირა.
სხვა სტატიები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.