,,რუსეთი იანვარში მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება''-გერაშჩენკო
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, რუსეთი იანვარში მობილიზაციის მეორე ტალღის გამოცხადებისთვის ემზადება.
"რუსეთი ემზადება, რომ მობილიზაციის მეორე ტალღა იანვარში დაიწყოს. მათი გეგმაა, რომ 500 000-იდან 700 000-მდე პირი გაიწვიონ. აქამდე გაწვეული 300 000 სამხედრო - უკვე მოკლული, დაჭრილი ან დემორალიზებულია. რუსები იწყებენ უკმაყოფილების გამოხატვას - ისინი ვერ იგებენ, რატომ არის ამდენი დანაკარგი ნაქებ არმიაში", - წერს გერაშენკო Twitter-ზე.
ცნობისთვის, სამხედრო მობილიზაციის პირველი ტალღა 2022 წლის სექტემბერში დაიწყო. ამ პერიოდში რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ ომში, 300,000 ადამიანი გაიწვია.




Print